საუკეთესო მაგალითი - 2
დიდება ალლაჰს, რომელმაც თავისი მონამსახურები ჭეშმარიტი სარწმუნოებით დააჯილდოვა და აღზარდა რა საუკეთესოდ უკეთილშობილესი მუჰამმედი ბ, ის კაცობრიობის მასწავლებლად და დამრიგებლად მოავლინა. დიდება და სალამი უკეთილშობილეს მუჰამმედს ბ, რომელმაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისლამის დებულებების პრაქტიკული განხორციელებით, თავის თანამიმდევრებს ჭეშმარიტი რელიგია გადასცა. ის დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებ ადამიანთაგან ყველაზე კეთილშობილია, ის ალლაჰის რჩეულია და დედამიწაზე მისი შუამავალია. ისლამის სწავლების გავრცელება, რომელიც დაუძლურებული სულებისთვის ნუგეშის წყაროა, თითოეული მუსლიმის უშუალო მოვალეობაა, რადგანაც ბევრი ჩვენი თანამედროვე, რომელიც სულიერ სიცარიელეს განიცდის, მთელი ძალებით ცდილობს ჭეშმარიტების პოვნასა და ცხოვრების აზრის შეცნობას. ჩვენ დროში შეგვიძლია შევხვდეთ ბევრ ადამიანს, რომლებიც ცრუ იდეურ _ ფილოსოფიურ სისტემებშიც სიმშვიდესა და მოსვენებას ეძებენ და ვერ პოულობენ. ბევრნი ბავშვობიდან ისლამის მიმართ მტრობის შხამით იყვნენ გაჟღენთილნი ან ჭეშმარიტი რელიგიის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. ამიტომ თითოეული მუსლიმი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ნამდვილი სიტყვა ჩვენი პლანეტის იმ ადამიანებამდე მიიტანოს, რომელთა სულებიც ჭეშმარიტების ძიებაში ამაოდ ცხრებიან.
