შუამავალთა ჯაჭვი 2
ეს წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელო წიგნის _შუამავლების ჯაჭვი 1-ის გაგრძელებას და შედგენილია იგივე წესებითა და მეთოდებით. მასში მოთხრობილია: სასწაულმოქმედი კვერთხით, ზღვარგადასული ფარაონი წითელი ზღვის ტალღებში დაახრჩო. - შუამავალ მუსაზე მუსას ღვთისმოსავ ძმა _ შუამავალ ჰარუნზე, რომელიც მას ყოველთვის ეხმარებოდა. ღმერთის ხსენებით მთების, ქვების, ველური ცხოველების აღმაფრთოვანებელ შუამავალ დავუდზე. შუამავალ სულეიმანზე, რომელსაც უზარმაზარ სასულთნოს ფლობდა, მაგრამ გულში არასდროს დაუმკვიდრებია. სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღმდგარ, განკითხვის დღეს ხელახლა გაცოცხლების მაგალითზე _ შუამავალ უზეირზე. ღრმა ჩაფიქრების შედეგად მოთმინების გასალეს ქვად ქცეულ _შუამავალ ეიუბზე. შუამავალ იუნუსზე, რომელიც სულიერი ექსტაზის საშუალებით ჩასწვდა ღმერთზე ცოდვების მიტევების თხოვნის, ვედრებისა თუ ღმერთის ხსენების ჭეშმარიტებას და მათი საშუალებით წყვდიადს თავი დააღწია. შუამავალ ილიასზე, რომელიც ეზიარა მიმართვას: `ილიასს სალამი~, რაც ღმერთის წყალობისა და ყურადღების დამსახურების გამომხატველია. არსებათა შორის აღმატებულ შუამავალ ელიასზე. ზულქიფლზე, რომელსაც ღმერთი უხვად სწყალობდა. საოცარი რჩევებით ლეგენდადქცეულ, ხილულ და უხილავ დაავადებათა ექიმების უხუცეს _ შუამავალ ლოყმანზე. 6 ოპ მორჩილ შუამავალ ზექერიაზე, რომელიც უსამართლობის მსხვერპლი გახდა. როცა ის ხერხით გადახერხეს, ალლაჰისადმი მინდობა და მორჩილება შეინარჩუნა და ერთხელაც არ დაუკვნესია. მამის _ ზექერიას მსგავსად, ღმერთისთვის შეჰიდად დაცემულ იაჰიაზე. ზეციურ ისაზე (იესო), რომელიც სულით განწმენდილი ღმერთისადმი მორჩილებით და ვედრებით კურნავდა ავადმყოფებს და აცოცხლებდა მიცვალებულებს. კომისიის წევრებსა და ამხანაგებს აკადემიიდან, (ჩემს სულიერ ძმებს)უღრმეს მადლობას ვუხდი ნაშრომის ამგვარად მომზადებისათვის და ღმერთს ვთხოვ, ნაშრომები მუდმივი სიკეთის წყაროდ იქცეს. მასვე ვევედრები, მოგვიტევოს ჩვენი ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომები და მის უსაზღვრო წყალობას ვეფარებით, რამეთუ შემწეობა მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება.
