სამაგალითო გზა
ყურადღება მიაქციეთ! ულამაზესი სიტყვა ღვთიური წიგნია, ხოლო სამაგალითო გზა წმ. შუამავალ მუჰამმედის გზა! ძვირფასო მკითხველო! თითქმის სამი წელი დასჭირდა, რომ ჩვენს წიგნებს, ღვთის წყალობით, დიდი ყურადღება დაემსახურებინა. მიუხედავად რეკლამის უქონლობისა, 15-20 გამოცემის საჭიროება მაინც შეიქმნა. ამასთანავე, უღრმეს მადლობას ვუხდი და ღმერთს შევავედრებ იმ ათასობით მეგობარს და მკითხველს, რომლებმაც წიგნის შემეცნებითი მხარე და დიდაქტიკა გაიაზრეს და გაითავისეს. ასევე ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ იმ მკითხველებს, რომლებიც სწავლებისას ხელმძღვანელობენ ჩვენი წიგნით „მასწავლებლობა ხელოვნებაა,“ გზამკვლევად აქციეს იგი და მოსწავლეებამდე მიიტანეს. ასევ მივესალმები და მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის და სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებიც გაეცნენ ღვთისმსახურების შეგონებას. როგორც მწერალი, ამ წიგნებისგან ჰონორარს ან მსგავს მატერიალურ ანაზღაურებას არ ვიღებ. ნამდვილ ჯილდოს მე მხოლოდ შემოქმედისგან ველოდები, თქვენგან კი - ძვირფასი მეგობრებისა და მკითხველისაგან წიგნების გავრცელებას და რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის მიწოდების ხელშეწყობას. გამომცემლობის მიერ გამოხატული თანადგომის გამო თითოეული წიგნის ფასი გაზეთის ფასს უტოლდება და ეს სერიული გამოშვება სასურველია, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ერგოთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
