მორწმუნეთა შორის ურთიერთობები
ქება-დიდება უზენაეს და ყოვლისგამჩენ ალლაჰს , ლოცვა და დიდება - უკეთილშობილეს მუჰამმედ შუამავალს ბ. უზენაესმა ალლაჰმა მოავლინა წმინდა ყურანი, როგორც შეუდარებელი სინათლე, Aამიტომაც მისი ერთ-ერთი ულამაზესი სახელი სინათლეა. მაგრამ ის ფიზიკური სინათლე არ არის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ის ისეთი უხილავი სულიერი სინათლეა, რომ მისი შუქი მთელ სამყაროს ანათებს. მისი ნათებით სრულიად კაცობრიობა სწორ გზას იკვლევს. ღვთიური სინათლის შუქს ადამიანები სიბნელიდან სინათლეში გამოჰყავს და ჭეშმარიტი გზით მიჰყავს. ვინც მას ჩაეჭიდება, უეჭველად გადარჩება. ვინც მისი შუქით არ ივლის, ის სიბნელეში ჩაიძირება და სამუდამოდ დაიკარგება. ისლამის ისტორიის განმავლობაში ვინც ყურანს ჩაეჭიდა, მან სწორ გზას დაადგა და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერად იცხოვრა. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებმაც წმინდა ყურანს ზურგი აქციეს, წარმოუდგენელი უბედურებები დაატყდათ თავს. წმინდაU ყურანის სისტემატური კითხვა, მისი კითხვით დროის გატარება და ფიქრი უდიდესი ღვთისმსახურებაა. მეცნიერებას, რომელიც წმინდა ყურანის აიათებს შეისწავლის და მის (თეფსირს) განმარტებებს იძლევა, ეშრეფულ ულუმ, ანუ ყველაზე ძვირფასი მეცნიერება ეწოდება. ეს ნამდვილად ასეა, 7 ვინაიდან ყურანი ალლაჰის სიტყვებია, ხოლო თეფსირი მისი განმარტებაა, ინტერპრეტირებაა.
