ისლამის აღქმა კითხვა-პასუხის ფონზე
ისლამმა უმეცრებას ომი გამოუცხადა. Uცოდინრობა იწვევს, როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ კოლაფსს. ყურანსა და ჰადისებში შექებულია, როგორც ცოდნა, ისე სწავლულები. ამ მხრივ ისლამმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ცოდნა-განათლებასა და მეცნიერებას. დღეისათვის, როცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მაქსიმალურად გავრცელდა. სამწუხაროდ, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით მიწოდებულ ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარია, რომელიც განსაკუთრებით ეხება ისლამის რელიგიასა და მორალურ პრინციპებს, რომელიც ასევე ხელს უშლის ჯანსაღი ცოდნის მიღებას უნივერსალური ღირებულებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი საუკუნეებიდან წარმოებული რელიგიური ცოდნა ცხოვრების ნაწილი იყო, ცოდნის განახლება დღესაც საჭირო- 8 ისლამის აღქმა კითხვა-პასუხების ფონზე ებს. ამ მიზეზით, ცოდნა ისლამის შესახებ ხელახლა უნდა განახლდეს, რათა გაანათოს ცხოვრება და მოიტანოს ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები წარმოშობილი პრობლემების მოგვარებისთვის. რომელიც სწავლულთა კომპეტენციაა. ეს წიგნი, რომელსაც ჰქვია „პასუხები აქტუალურ კითხვებზე“, შედგენილია სწავლულთას მიერ, რომლებიც გამოცდილები არიან რელიგიის სწორი გაგების თვალსაზრისით. ეს წიგნი მოიცავს, სარწმუნოებიდან თაყვანისცემამდე, ზნეობიდან შარიათამდე, კულტურიდან სოციალურ ცხოვრებამდე, თანამედროვე რელიგიურ საკითხებსა და სხვა უამრავ აქტუალურ საკითხს. იმისათვის, რომ რელიგიამ შეძლოს სიცოცხლე, აუცილებელია ისეთი მექანიზმის არსებობა, რომელიც გადაჭრის იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც წარმოიქმნება. რელიგია ადამიანების ამიერი ბედნიერებისა და იმიერი ნეტარებისთვის არის დადგენილი, ამ კონტექსტში, რელიგიის სწორი გაგება ჰგავს მუსლიმთა სუნთქვას ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილი რთული საკითხების გადაჭრის თვალსაზრისით. რელიგია, რომელიც ვერ ამყარებს კავშირს სოციალურ ცხოვრებასთან, წარსულს ჩაბარდება. დღეისთვის პრობლემები უფრო რთული და მასშტაბურია. ისლამი ერთი მთლიანობაა, მისი დანაწევრება აკრძალულია. ისლამური იურისპრუდენციის ისტორიაში, მუჯთეჰიდი იმამების მიერ წინასიტყვაობა 9 ყურანისა და სუნნეთის საფუძველზე, ღვთის კმაყოფილების მოპოვების მიზნით შემუშავდა მეთოდები, რომლებზეც გამყარებულია რელიგიური დოგმები. წარმოუდგენელია სრულფასოვანი რწმენა და თაყვანისმცემლობის ჯანმრთელი სახით ცხოვრება, საღი და ზომიერი რელიგიური აზროვნების გარეშე. დროთა განმავლობაში რელიგიის აღქმა სუსტდება. უმთავრესი, რაც უნდა გაკეთდეს, არა თავად რელიგიის, არამედ მისი აღქმის გადახედვა, ყურანისა და სუნნეთის შესაბამისად უნდა მოხდეს. მუსლიმთა სამმართველო
