დრო:

სტატიები — მიხეილ ბერიძე

სტატიები

უახლესი სტატიები

მექაში გატარებული რთული პერიოდის შემდეგ, როგორც იქნა, მუსლიმები იმ ქალაქში გადავიდნენ, სადაც რელიგიურად თავისუფალ ცხოვრებას შეძლებდნენ. ქალაქი მედინა, რომელიც ჰიჯრეთის ქალაქად არის ცნობილი, ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მორჩილი ხალხისთვის ახალ სამშობლოდ გადაიქცა. ასევე ქალაქი მედინა `თევჰიდის~ მონოთეისტური რელიგიის შემსწავლელ ქალაქის სახელსაც ატარებდა. ამ ქალაქში მუსლიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი ცხოვრების ყველა პერიოდში ისლამის თანახმად ეცხოვრათ. რამეთუ შემოტევებით სავსე წლების შემდეგ, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თანამედროვეებთან ერთად, უზენაესი ალლაჰის სასურველი და სამაგალითო საზოგადოების შექმნის შესაძლებლობა ხელში ჩაიგდო. ეს საზოგადოება, ყოველი ცრუ რწმენისგან დაცული და ერთადერთ ღმერთზე თაყვანისმცემელი `მუსლიმი~ საზოგადოება იყო. ამ ახალ საზოგადოებაში, ყოველ ცრუ რამეს, ადგილი ისლამისთვის უნდა დაეთმო. როდესაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მედინაში ჩავიდა, დაინახა, რომ ადამიანები ორ სხვადასხვა დღეს თამაშსა და გართობებს აწყობდნენ. როცა გართობის მიზეზი იკითხა, უთხრეს, რომ ეს უმეცრების ხანიდან გადმონაშთულ დღესასწაულს უკავშირდებოდა. დღესასწაული, რომელიც ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე აღინიშნება, მიჰრიჯანისა და ნევრუზის სახელს ატარებს. ეს დღესასწაულები ირანელი ხალხის რელიგიური და ტრადიციული დღესასწაულებია. მაგრამ შემდეგ სხვადასხვა გზებით, სხვა საზოგადოებებშიც გავრცელდა. გამომდინარე აქედან, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) სხვა რელიგიების დღესასწაულების აღნიშვნა არ მოიწონა და ასე ბრძანა: `უეჭველად ალლაჰმა თქვენთვის ის დღეები, მათზე სასარგებლო მსხვერპლშეწირვის (ყურბანი) და ფითრე (მარხვის) დღესასწაულებით შეცვალა~. (ებუ დავუდი, სალათი, 239 ნესაი, იდეინ, 1) უზენაესმა ალლაჰმა, რომელმაც კაცობრიობის ჭეშმარიტებაზე დასადგენად შუამავლები წარგზავნა, ბოლო შუამავლად მუჰამმედი (ს.ა.ს.) აირჩია. ძვირფასი ნუჰის, ძვირფასი იბრაჰიმის, ძვირფასი მუსასა და ძვირფასი ღისასთვის ზეგარდმოვლენილი ღვთიური წერილები, მისთვისაც ზეგარდმოავლინა. ადამიანების ბნელეთიდან სინათლეში გამოყვანისთვის, ზეგარდმოვლენილი წიგნების დამადასტურებელი, კაცობრიობისთვის გზის მაჩვენებელი და მახარობელი, მეტად ძვირფასი ყურანი მას უბოძა. ღვთიური ძალის მეშვეობით, ყოველივე საშიშროების წინაშე ფარული ეს ზეგარდმოვლენა, არც სიტყვით დამახინჯებულ წინანდელ ღვთიურ რწმენებს და არც სუსტი საფუძველის მქონე სხვა რწმენებს არ ჰგავდა. პირიქით, ხალხისთვის, რომლებისთვისაც ეს წიგნი გამოიგზავნა, მიზნად ცხოვრების ყველა სფეროში საფუძვლიან ცვლილებებს ისახავდა. ყურანი, რომელიც ალლაჰის ერთადერთობის დამადასტურებელია, აღნიშნავს, რომ ძლევამოსილება, დიდება, უზენაესობა და უპირატესობა, ალლაჰს, შუამავალსა და იმ ხალხს ეკუთვნის, რომლებიც მორწმუნეთა რიგებში ჩაეწერებიან. ასევე გადმოგვცემს, რომ მორწმუნეების ნამდვილი მეგობრები უზენაესი ალლაჰი, შუამავალი და მორწმუნეები არიან. ასევე გადმოგვცემს, რომ მორწმუნე – მორწმუნის ძმაა. (ჰუჯურათი, 49/10) მორწმუნეა ადამიანი, რომელიც `ალლაჰის გარდა, სხვა ღვთაებას ღმერთად არ დაიდგენს,~ “ალლაჰის ხსენებისას გულები უთრთით~, `უხილავის სწამთ~, `ლოცვას აღასრულებენ და მოწყალებას გასცემენ~, `ერთმანეთის მიმართ სიკეთით გამოირჩევიან და უკეთურობას კრძალავენ~, `ნამუსს იცავენ და ნდობით გამოირჩევიან.~ უამრავ აიათში გვამცნობს იმას, თუ როგორი უნდა იყოს მუსლიმი პიროვნება და მსგავსი გადმოცემებით ცდილობს მორწმუნე ადამიანის გონებაში მუსლიმი პიროვნების იმიჯის შექმნას. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მსგავსი მეთოდით გადმოგვცემს ალლაჰის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და მის საჭიროებებს. ასეთი მეთოდით კი ერთი მხრივ, მიზნად - გულებში თევჰიდის დანერგვას, ხოლო, მეორე მხრივ, რწმენის მიღებისთვის საჭირო დებულებების გაანალიზებას ისახავს. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: `მუსლიმია პირი, რომელიც სხვა მუსლიმებისთვის ენითა და ხელით სანდოა~. (მუსლიმი, იმანი, 65) ასევე (ს.ა.ს.) ბრძანებს: `რაკარგ მდგომარეობაშია მორწმუნე! ვინაიდან ყოველივე მდგომარეობა მისთვის სასარგებლოა. ეს მდგომარეობა მხოლოდ მას ეკუთვნის. მადლიერებას აღავლენს მაშინ, როცა უხარია, ეს კი მისთვის სასიკეთოა. მოთმინებას იჩენს მაშინაც, როცა მწუხარება ეწვევა, რა თქმა უნდა მისთვის ესეც სასიკეთოა~. (მუსლიმი, ზუჰდი, 65) ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მსგავსი სიტყვებით აღნიშნავს, რომ მუსლიმები განსხვავებული თვისებებით გამოირჩევიან და ვალდებული არიან სხვებისგან განსხვავებით იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში უმეცრების წყვდიადში ცხოვრობდნენ, წინაპრების რწმენების, კულტურისა და ადათ-წესებისგან ჩამოშორება, ან მარტივად შეცვლა, შეუძლებელი იყო. ერთ დღეს, მუსლიმები, ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) ერთად, ერთი გადმოცემის თანახმად, ჰუნეინის მიმართულებით, ხოლო მეორე გადმოცემის თანახმად, ჰაიბერის მიმართულებით მოგზაურობისას გზაზე ძალიან მწვანე ხეს გადაეყარნენ და შუამავალს სთხოვეს ეს ხე მათთვის `ზათუ ენვათ~ გადაექცია. `ზათუ ენვათი~ უვიცობის ხანაში `სიკეთის მომასწავებელი საკიდის~ მნიშვნელობას ატარებდა. წარმართები ყოველ წელს ხესთან იკრიბებოდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. Aსევე, საბრძოლო იარაღს მასზე კიდებდნენ და ერთი დღის განმავლობაში, ღვთისმსახურების მიზნით, იქ რჩებოდნენ. უეჭველად, ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) ერთად მყოფმა მუსლიმებმა მსგავსი რამ, დაუფიქრებლად ძველი წეს-ჩვეულების ზემოქმედებით ითხოვეს, რამეთუ ეს კერპთაყვანისმცემლობის ადათია და ისლამთან არავითარი კავშირი არ აქვს. Aმიტომ, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მათ თხოვნას ასე უპასუხა: “სუბჰაანალლაჰ! თქვენი სიტყვები ჰგავს მუსას ხალხის სიტყვებს, რომლებმაც უთხრეს: `... ჰეი მუსა, დაგვიდგინე ჩვენ ისეთი ღვთაება, როგორი ღვთაებებიც ჰყავთ მათ...~ (არაფი, 7/138) ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.), რომელიც რელიგიურ საკითხებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა, კერპებზე ფიცსა და კერპთაყვანისმცემლობას კრძალავს და ბრძანებს `თქვენგან რომელიმე თუ დაიფიცებს და ფიცში წარმოთქვამს სიტყვებს ალლათის ხათრისთვის’, მაშინვე ‘ლა ილააჰე ილლაალლააჰ’ წარმოთქვას...~ (მუსლიმი, ეიმანი 5) ისლამის თანახმად, ალლაჰის გარდა, სხვა რამეზე დაფიცება უსამართლობაა. Aსევე, აღინიშნება, რომ პირი რომელიც დაიფიცებს ისე, როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენელი, იმ რელიგიის წარმომადგენელი გახდება. (ბუხარი, ედები 44) ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: `ჩვენიანი ვერ იქნება პირი, რომელიც გლოვის მიზნით, სახეზე ხელებს შემოირტყამს, ტანისამოსს შემოიხევს და უმეცრების ხანის ტრადიციების თანახმად დაიტირებს~. (ბუხარი, ჯენაიზი, 35) ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.), მორწმუნეებს უმეცრების ხანიდან გადმონაშთი ტრადიციებისა და ღვთისმსახურების მიტოვებას უბრძანებს და ლოცვის, მსხვერპლშეწირვისა და წარმართის მსგავსად, ჰაჯობის ღვთისმსახურების აღვლენას კრძალავს. აAსევე, იმ დროებში, რომელშიც ურწმუნოები მზეს სეჯდეს აღუვლენდნენ, ანუ როცა მზე ამოდის, როცა ზენიტშია და როცა ჩადის, ლოცვის აღვლენა აკრძალა. (ებუ დავუდი, თატავვუღ’ი, 10) მან `ფერასა~ და `ათირეს~ სახელის მქონე მსხვერპლშეწირვაც აღკვეთა. ერთი ცხოველის პირველი ნაშიერი `ფერა~ და რეჯების თვეში შეწირული მსხვერპლი `ათირე~, კერპებისთვის შეწირული მსხვერპლის სახელებია. (მუსლიმი, ედაჰი, 38) წარმართები ჰაჯობის ღვთისმსახურების შესრულების დროს, როცა მზე სებირი’ს მთაზე ამოანათებდა, მუზდელიფე’დან მინა’ზე ბრუნდებოდნენ, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) კი ამის საპირისპიროდ, მზის ამოსვლამდე სიბნელეში გამობრუნება დააწესა. (ბუხარი, მენაქიბულ-ენსარი, 26) ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.), როგორც რწმენასა და ღვთისმსახურებაში, ასევე იმ საკითხებში, რომელიც უმეცრების ხანას ეხებოდა და ისლამთან შეუსაბამო იყო, მორწმუნეებს რჩევებს უზიარებდა და გადავიწყებაში ეხმარებოდა. Aსევე, უვიცობის ხანაში თანაცხოვრების ფორმა `ასაბიეთი~, რომელიც საგვარეულო ერთიანობაზე აგებული ურთიერთობა იყო, აღკვეთა და ადამიანებს მსგავსი პრინციპისთვის ბრძოლა აუკრძალა. (მუსლიმი, იმარე, 57) ისლამში არც რასობრივს და არც საგვარეულო სხვაობას ადგილი არ გააჩნია, ვინაიდან ყურანის თანახმად `ყოველი ადამიანი ერთმანეთის ძმები და ალლაჰის მორჩილია~. (ჰუჯურათი, 49/10) ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გადმოგვცემს, რომ ისლამში უპირატესობა მხოლოდ ღვთისმოსაობაშია და აღნიშნავს, რომ გვარიშვილობით ამაყი, სხვა გვარის ლანძღვა, ვარსკვლავებისგან წვიმის მოლოდინი და მიცვალებულის ხმამაღლა დატირება, უმეცრების ხანის წეს-ჩვეულებებია. (იბნი ჰანბელი, V, 411) ასევე, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გადმოგვცემს, რომ ალლაჰსა და მისი მორჩილს შორის რაიმე საშუალების დადგენა უშედეგოა და მორწმუნეებს ყველაზე რთულ პერიოდშიც სწორი ნაბიჯის გადადგმასა და მიუღებელი სიტყვების წარმოთქმას ურჩევს. (მუსლიმი, ჯენაიზი, 15) წარმართებთან, რომლებსაც სრულიად განსხვავებული რწმენა და ცხოვრების სტილი გააჩნდათ, ურთიერთობას და მათთან ერთად ცხოვრებას უარყოფითად აფასებდა. Aასევე, იმ პერიოდში მორწმუნეებს, ურწმუნოებისთვის განკუთვნილი ყვითელი ფერის ტანისამოსისა და წარმართთათვის განკუთვნილი სხვა ტანისამოსის ჩაცმაც აუკრძალა. (მუსლიმი, ლიბასი და ზინეთი, 12) ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.), რომელსაც არ სურდა ისლამი სხვა რელიგიების და რწმენების ზემოქმედებით შეცვლილიყო, პირველ პერიოდში წარმართთა შედარებით უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ ხალხთან, რომლებსაც ღვთიური წიგნები ებოძათ. შესაბამისად, რელიგიურ საკითხებში, რომელზეც ისლამში ჯერ კიდევ არაფერი იყო გაცხადებული, მათ შესაბამისად მოქმედებას ირჩევდა. ვინაიდან ყურანი ხალხს, რომელსაც ღვთიური წიგნი ებოძათ, წარმართებისგან განასხვავებს, ასევე მათი საკვების მირთმევის და მათგან პატიოსანი ქალების ცოლად შერთვის ნებას იძლევა. აქედან გამომდინარე, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) პირველ პერიოდში ლოცვას `ბეითი მაყდისის~ მიმართულებით აღასრულებდა. ბეითი მაყდისი კი იმ პერიოდში იმ ხალხის ყიბლას წარმოადგენდა, რომლებსაც ღვთიური წიგნი ებოძათ. როცა ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მედინაში გადავიდა, გაიგო, რომ იუდეველები შუამავალ მუსას და მისი ხალხის გადარჩენის, ხოლო ფარაონისა და მისი ჯარის დაღუპვის დღის აღსანიშნავად, მუჰარრემის მეათე დღეს აშურა მარხვას ასრულებდნენ. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მაშინ, როცა ისლამში ჯერ კიდევ რამადნის თვის მარხვაზე არაფერი იყო გაცხადებული, მუსლიმებს ამ მარხვის შესრულება უბრძანა. (მუსლიმი, სიამი, 127) ასევე, მუსლიმებს გამომდინარე იქიდან, რომ წარმართებს არ დამსგავსებოდნენ, წვერის გაზრდა და ულვაშის დამოკლება ურჩია. (ბუხარი, ლიბასი, 64) ასევე, ურჩევდა იმასაც, რომ თმა დაევარცხნათ ისე, როგორც ის ხალხი ივარცხნიდა, რომლებსაც ღვთიური წიგნი ებოძათ. მაგრამ შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ალალჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ისინი საერთო სიტყვაზე მიიპატიჟა, (ალი’იმრანი, 3/64), მათ შეცვლილი რწმენები ირჩიეს და მუსლიმებს მტრად წარუდგნენ. (ებუ დავუდი, იმარე, 22, 23) აქედან გამომდინარე, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) მუსლიმებს ურჩევდა, როგორც წარმართებისგან, ასევე იმ ხალხისგანაც, რომლებსაც ღვთიური წიგნი ებოძათ, თავი შორს დაეჭირათ, რათა ისლამს ზიანი არ მიდგომოდა. სამუფთოს ინტერნეტ ტელევიზიის ხელმძღვანელი მიხეილ ბერიძე