სტატიები — მინდია ირემაძე
სტატიები
უახლესი სტატიები
„...აუწყე ხალხს ჰაჯის შესახებ და მოვლენ ისინი შენთან ფეხით და ჩქარმავალი აქლე- მებით ქვეყნის შორეული მხარეებიდანაც!“ (ყურანი, სურა ჰაჯი, 22/27) დედამიწაზე ათასობით გზაა, რომლებსაც ადამიანები ფეხით თუ ტრანსპორტით გადიან, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებით მნიშვნე- ლოვანი გზა, რომელიც უზენაეს ალლაჰთან მისასვლელი გზაა და მას „ჰაჯის გზა“ ჰქვია. ჰაჯის გზა ამქვეყნად წმინდა მიწების, წმინდა ადგილების - მექასა და მედინას მოსანახუ- ლებლად მიმავალი გზაა, რომელიც ამ ადგი- ლებში მყოფ მომლოცავს საკუთარ თავს უზე- ნაესი ალლაჰის წინაშე წარდგენილად წარმო- ადგენინებს. აქ გატარებული თითოეული წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა თუ თვე განუმეორე- ბელ შთაბეჭდილებებს და ასოციაციებს იწვევს, რამეთუ მორწმუნის გული ყველაზე მგრძნო- ბიარე, ყველაზე სათნო და უმწიკვლოა. ჰაჯო- ბაზე მყოფი ადამიანი ისეთ განცდებში იძირე- ბა, რომ საკუთარ ვენებში სისხლის თითოე- ული წვეთის მოძრაობას გრძნობს და ტვინით აღიქვამს საკუთარ სხეულში მის გაუჩერებელ მოძრაობას. ამ მოგზაურობას შეიძლება ეწო- დოს „მოგზაურობა თავდავიწყებაში“, მოგზა- ურობა მისტიურ და განუმეორებელ სივრცეში, მოგზაურობა, რომელსაც არ გინდა გააკარო დროისა და სივრცის აღქმა. ესაა მოგზაურობა, რომელიც მორწმუნის გულს ყველაზე ძლიერი სულიერებით ამდიდრებს და მოსავს. ჰაჯო- ბა სულიერების ზენიტში ყოფნა და საკუთარ თავთან რწმენის საკითხებზე მუშაობის, კიდევ ერთხელ დაფიქრებისა და გაანალიზების შე- მეცნებითი რეპეტიცია ანუ სულიერი აღმასვ- ლის საუკეთესო პერიოდია. ჰაჯობა ჩემთვის დაიწყო არა მაშინ, როცა თვითმფრინავში ჩავჯექი, არამედ მაშინ, როცა გულმა იდუმალი მოწვევა მივიღე: „მოდი ჩემ- თან, როგორიც ხარ, დამძიმებული, დამწუხრე- ბული, მაგრამ გულწრფელი!“ ეს მოწვევა ყურანში ასე ჟღერს: „… აუწყე ხალხს ჰაჯის შესახებ...“ (სურა ჰაჯი, 22/27) ჰაჯობა ჩემთვის ასეთი წუთების ჯაჭვი იყო, მოგზაურობა არა მხოლოდ სივრცეში, არა- მედ საკუთარ თავში. მოგზაურობა მექაში იყო მიწიერი ნაბიჯი, მაგრამ ნამდვილი სვლა ჩემს სხეულში შინაგანად მოხდა. ეს იყო ჩემი მოგ- ზაურობა-რეპეტიცია უზენაესი ალლაჰის გზა- ზე. სწორედ იქ ვიგრძენი თავი პირველად ყვე- ლაზე დამოუკიდებლად, მე აღარ ვეკუთვნოდი ამქვეყნიურ ყოველდღიურობას. იქ არც სიტყ- ვები გინდა, არც კამერები, არც აღნიშვნები, გინდა მხოლოდ ლოცვად ჩურჩული, ბაგეთა- გან ამოცრა: „მოვედი, ჩემო ღმერთო! ვეღარ გავუძელი შენს მონატრებას ჩემში!“ ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური მოვალე- ობის შესრულება. ეს იყო სულის გამოტირე- ბა, ტვირთის ჩამოცი- ლება, საკუთარ თავთან შეხვედრა, როცა სხვა არაფერს აქვს მნიშვნე- ლობა, გარდა ერთისა: „ღმერთო, მიიღე ჩემი გზა შენამდე!“ ეს იყო სულის განწ- მენდა, თავგანწირვა და შინაგანი სიმართლით ღვთის წინაშე წარდო- მაზე ფიქრი. იქ მომე- ცა შანსი მელოცა არა მარტო იქ, სადაც მომ- ლოცველთა ქარავნები საუკუნეების განმავ- ლობაში მიედინებოდა, არამედ შევხვედროდი საკუთარ თავს სიჩუმის შუაგულში. ჰაჯობაზე სულ ჩაგესმის ღმერთის კითხვა: „მე აქ ვარ, მაგრამ შენ სად ხარ?“ და მლოცველის პასუხია: „ლებბეიქ, ალ- ლაჰუმმე ლებბეიქ…“ (მოვედი, უფა- ლო, მოვედი შენი სიყვარულით!) ჰა- ჯობა იწყება იქიდან, როცა ჩაგესმის შინაგანი ძახილი: „ნეტა, ოდესმე მეც მოვხვდები მექაში?“ ეს კითხვა ყოველ მუსლიმ ადამიანში ღრმა ფსიქოლოგი- ური იმპულსით იბადება. ალლაჰის შუა- მავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „ის, ვინც ჰაჯ- ზე წავიდა, და არ თქვა სიტყვა ბილწი და არ ჩაიდინა ცოდვა, ისეთი უბრუნდება, როგორიც დედამ შვა“. (ბუხარი, 1521). ჰაჯობა ამზადებს ადამიანს აღიარებისთვის, რომ მას სჭირდება ღმერთთან დაბრუნება. იგი არ ითხოვს სრულყოფილებას, ითხოვს გულწ- რფელობას. და სწორედ ამიტომ, ჰაჯის დაწყე- ბაც არის იმედით დატვირთული ნაბიჯი, რო- დესაც ადამიანი საკუთარ სისუსტეს აღიარებს, მაგრამ მაინც იწყებს სვლას. პირველად ქაღ’- ბას დანახვა არის მომენტი, რომელსაც ვერ აღ- წერ სიტყვებით. ეს არის „რწმენის განსხეულე- ბა“, თითქოს მანამდე რწმენა იყო აბსტრაქტუ- ლი, ახლა კი თვალსაჩინო გახდა. ადამიანი ამ დროს აღარ იმყოფება მხოლოდ მიწაზე, არა- მედ შინაგანად იშლება და აღდგება. ყურანში ნაბრძანებია: „უეჭველად, სამყაროსადმი ბა- რაქად და ჭეშმარიტ გზაზე დასადგინებლად უპირველესი სახლი (სამლოცველო) სწორედ, რომ ბექაში (მექაში), იქნა აღმართული ხალ- ხთათვის“. (სურა იმრანი, 3/96). ქაღ’ბა მხო- ლოდ ქვის კედლები არ არის. ის არის ერთო- ბისა და ღმერთის ცენტრალურობის სიმბოლო. მორწმუნეები მის გარშემო ტავაფს ასრულებენ და ამით გამოხატავენ იმას, რომ მთელი მათი ცხოვრება ღმერთის გარშემო ტრიალებენ. თი- თოეული ტავაფი (ქაღ’ბას გარშემოვლა) თითქოს ცხოვრების ერთი თავიაო, სინანულის, მადლიერების, ტკივილისა და იმედის ნა- რევია. ქაღ’ბა გვასწავლის: ჭეშმარიტება შუაგულშია და ეს შუაგული — ალლა- ჰია. ჰა ჯო ბას თან ახ- ლავს თა ვი სი რი ტუ ა- ლე ბი და სუ ლი ე რე ბა 1. იჰრამით შემოსვა, უბ- რალოება სიკვდილამდე და ღმერთთან სიახლოვე, თეთრი ტანისამოსით ადა- მიანი ტოვებს გარეგნობას და თანდაყოლილ სტატუსს, დგება უფლის წინაშე, რო- გორც მომნანიებელი; 2. არაფატისკენ დაძვრა, მოლოდინის მუხტი ღმერთთან დასაახლოებ- ლად, ეს არ არის ფიზიკური გზა, ეს არის შინა- განი ძახილის პასუხად სვლა ალლაჰთან; 3. დილის ლოცვა არაფა დღეს. ეს არის გა- თენება სინანულისა და მადლიერების მიჯნაზე ანუ ლოცვა, რომელიც სულის განწმენდას ემ- სახურება; 4. შუადღისა და სამხრობის ლოცვები ჯემ- ღი თაყდიმით, ლოცვების გაერთიანება დროის ერთ წერტილში სიმბოლოა იმისა, რომ დრო მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის; 5. არაფატზე დგომა ანუ შიშველი სული ღმერთის წინაშე, „არაფატზე მდგომი — ჰა- ჯია“. (ბუხარი, 1659) ეს არის დღე, როცა ადა- მიანი ყველაზე გულწრფელად საუბრობს ალლაჰთან. არაფატი სხვა განზომილებაა. ეს არის ადგილი და დრო, სადაც ყველა მლოც- ველი ალლაჰის წინაშე დგება, როგორც მომ- ნანიე. იგი დგას თეთრ სამოსში, ყოველგვარი იდენტობის გარეშე, მხოლოდ თავისი სულიე- რი რეალობით. „არ არის სხვა დღე, როცა ალლაჰი უფრო მეტ მონა-მორჩილს ათავისუფლებდეს ჯოჯო- ხეთიდან, ვიდრე არაფატის დღეს“. (მუსლიმი, 1348) არაფატზე დგომა არის სიმბოლო ადა- მიანის მზადყოფნისა ღმერთთან დიალოგისთ- ვის. იქ ადამიანი არაფერს ამბობს ხმამაღლა, მაგრამ შიგნით მთელი ცხოვრება უწყვეტ მო- ნოლოგად იღვრება. ეს არის ფსიქოლოგიური განწმენდა, საკუთარი თავის გათავისუფლება მონანიების მოლოდინით; 6. მუზდელიფისკენ დაძვრა, ღამით სიარუ- ლი სიცარიელისკენ, ღამე - მიწაზე, ღია ცის ქვეშ, სიმდაბლისა და მოთმინების გამოვლი- ნებაა; 7. ლოცვები მუზდელიფეში - ესაა მოთმინე- ბა და ლოდინი ალლაჰზე, ორი დროის ლოცვის ერთდროულად შესრულება, აღნიშნავს იმედ- სა და მადლიერებას ერთად; 8. მინაზე გადასვლა ანუ სულიერი ბრძო- ლის ველი, აქ იწყება ბრძოლა საკუთარ ეგოს- თან, ვნებებთან, ამპარტავნობასთან; 9. დიდი ეშმაკის ჩაქოლვა, როცა ქვა ხდე- ბა შენდობა, თითი ქვა - თითო ცოდვის ჩამო- რეცხვა! აქ ადამიანი ხელს უშვებს წარსულს; 10. მსხვერპლშეწირვა ანუ მზადყოფნა ღვთის კმაყოფილების მოპოვებისთვის ძვირ- ფასის დათმობაზე, მორჩილების ნიშანი, სიყ- ვარული და ღმერთზე მაღლა არავის და არაფ- რის დაყენება; 11. თმის შეკრეჭა და იჰრამიდან გამოსვლა, გარე ცვლილება, შინაგანი გარდაქმნის ფიზი- კური გამოხატულება; 12. ტავაფი ანუ ქაღ’ბას გარშემოვლა. ესაა დაბრუნება არსებითთან, სრული ციკლის დას- რულება და მადლიერებით გამოხატვა; 13. საფასა და მერვეს შორის სიარული ანუ იმედით სვლა, ჰაჯერის ისტორიის ცოცხალი გაგრძელება, წყურვილის გზა ღვთის წყალო- ბისკენ; 14. ეშმაკის ჩაქოლვა ყურბან ბაირამის მე-2 და მე-3 დღეს, რწმენის განმტკიცება ყოველ- დღიური ბრძოლით, მიზანმიმართული სიმტკი- ცის გამოვლენა; 15. გამოსამშვიდობებელი ტავაფი, როცა სხეული ბრუნდება, მაგრამ სული რჩება, წას- ვლა სევდით და მადლიერებით. ღმერთთან განშორება, რომელიც სინამდვილეში დაბრუ- ნებაა. მედინა — რწმე ნა — რწმენის სიმ ნის სიმშვიდე მედინა ქარიშხლის შემდეგ სიმშვიდეა. მე- ქა ღვთიური სიდიადეა, მედინა — ღვთიური სითბო. შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) ქა- ლაქში შესვლა არის რწმენის შინაგანი მხა- რის გაცნობიერება. მედინა გვასწავლის თავ- მდაბლობას, სიყვარულს და მოლოდინს, რომ რწმენა ყოველთვის დუმილში იბადება. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს) ბრძანებს: „ვისაც შეუძლია მეჩეთის (მესჯიდი ნებევი) მონახულება ჰაჯის შემდეგ და არ მოვა, მან უგულებელყო ჩემთან მოსვლა“. (ბეიჰაქი). მედინაა იქაა, სადაც რწმენა შიგნიდან ყვავი- ლობას იწყებს. დაბრუნება ანუ ადა ბა ანუ ადამიანი შინა- განად სხვა ხდება როცა ჰაჯიდან ბრუნდები, თითქოს მექა უკან რჩება, მაგრამ სინამდვილეში მექა შენ- ში რჩება. ქაღ’ბას სიდიადე გონებაში მკაფიოდ დგას. არაფატის მდუმარება კვლავ არის შენ- ში, როგორც სულიერი სალარო, რომელსაც შეგიძლია დაუბრუნდე ყოველ ჯერზე, როცა გჭირდება ალლაჰთან მჭიდრო სიახლოვე. ჰა- ჯობა არის დაბრუნება პირველსაწყისში ანუ იქ, სადაც ადამიანი მტვრად იქმნა, მაგრამ ალლაჰმა მას სული შთაბერა. ალლაჰის შუ- ამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ჰაჯის ჯილდო მხოლოდ სამოთხეა“. (ბუხარი, 1773). მაგრამ ჰაჯის ჭეშმარიტი ჯილდო, რაც ამქვეყნადვე იწყება, არის შინაგანი სიმშვიდე, როცა ყვე- ლაზე ახლოს შეიგრძენი მექა და დაუახლოვ- დი ღმერთს, მხურვალე გულით იხსენებ მედი- ნას ქუჩებში განცდილ სიყვარულს, არაფატზე ითხოვდი მიტევებას და ახლა გაქვს ალლაჰ- თან სიახლოვის გამოცდილება. ჰაჯობა, რო- გორც გზა ღმერთთან და საკუთარ თავთან შერიგებისკენ მიმავალი გზა, ნიშნავს გულ- წრფელ მობრუნებას, ღვთის ნებასთან თან- ხვედრას, შიდა კონფლიქტების გადალახვას და მღელვარე სულის დამშვიდებას. ეს არის საფეხუროვანი მოგზაურობა მარადიულობაში, რომელიც იწყება ნაბიჯით, მაგრამ არ მთავრ- დება დაბრუნებით, მთავრდება მხოლოდ გარ- დაქმნილი გონებითა და მშვიდი გულით. როცა მექადან ბრუნდები, გაბნეული ხარ დროსა და სივრცეში. გგონია დაბრუნდი, მაგრამ სინამ- დვილეში, ერთი ნაწილი იქ, ქაღბას ჩრდილში დაგრჩა, ფიქრით ისევ არაფატის მთაზე ხარ, ხან მედინაში, მესჯიდი ნებევის მეჩეთის იატაკ- ზე ფეხმორთხმული ზიხარ ან ლოცულობ. შენი ნაბიჯები ისევ ამ ქვეყნისას ემსგავსება, მაგ- რამ გულის რიტმი აღარ არის მიწიერი. რაღაც დიდი განძი გაჩნდა შენში, მშვიდი, მდუმარე, ძლიერი. ალლაჰმა მოგმადლა ჰაჯის მადლი, მაგრამ ყველაზე დიდი მადლი ის იყო, რომ გააანალიზე, ვინ ხარ სინამდვილეში. და რო- ცა იცი, ვინ ხარ ალლაჰის წინაშე, ამ ცოდნას ვეღარაფერი გაფანტავს. ახლა, როცა დაბ- რუნდი, სულში ერთი ჩუმი კითხვა დაგყვება: „შეგიძლია იცხოვრო ისე, თითქოს ისევ არა- ფატზე დგახარ?“ თუ ეს კითხვა დაგრჩა სულ- ში, შენში ჰაჯობა არ დამთავრებულა. იგი გაგ- რძელდება ყოველ დილას, ყოველი ლოცვის წინ, ყოველ გახსენებისა და დუმილის დროს. ჰაჯობა არ არის მხოლოდ მექამდე მისვლა. ჰაჯობა - შინაგანი წარსულიდან ღვთის ნა- თელთან დაბრუნებაა. რჩევა სულისთვის – ჩემ ვის – ჩემთვისაც და თქვენ და თქვენთვისაც ოდესმე, თუ ჰაჯობაზე წახვალ ან თუგინდ არ წახვიდე, მაგრამ ილოცებ მექასკენ, გული გაგიწევს არაფატისკენ და მედინას სიმშვი- დეზე იფიქრებ. გახსოვდეს: ჰაჯობა არ არის მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც ფიზიკურად მექაში მიდის. ჰაჯობა არის ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც მოისმინა ალლაჰის მოწოდება: „მოდი ჩემთან — როგორ(ი)ც ხარ!“ ეს გზა არ იწყება თვითმფრინავით ან რამდენიმე კი- ლომეტრის გავლით, იწყება გულით, გულით, რომელიც სვამს კითხვას: „ღმერთო ჩემო, შენ- თან როგორ მოვიდე?“ და პასუხსაც გულშივე იღებ: „მოდი ნელა, მცდარად, მაგრამ გულწრ- ფელად!“ ამიტომ, როცა დავბრუნდი მექადან, მივხვდი: ყველაზე ძნელი ჰაჯობა ახლა იწყება. ჰაჯობა, რომელიც ყოველდღეა. ჰაჯი, რომე- ლიც არ ჩანს, მაგრამ იბრძვის საკუთარი ეგოს, ქედმაღლობის, გულგრილობის, მექანიკურო- ბის წინააღმდეგ. ხშირად მეკითხებიან: „რა ჩა- მოიტანე მექადან?“ ვპასუხობ: „სიჩუმე. ჩუმი სიცხადე, რომ ღმერთი ახლოსაა, როცა გულ- წრფელი ხარ“. შენც, როცა იფიქრებ ღმერთზე, ნუ დაელოდები შენს სრულყოფილებას. და ბოლოს, იცხოვრე ისე, თითქოს ისევ არაფატზე დგახარ! ისე იარე, თითქოს ქაღ’ბასკენ მიდიხარ! ისე გიყვარდეს, თითქოს მედინას ქუჩებში დადიხარ! თუ ამას შეძლებ, ჰაჯობა შენში ყოველდღე განახლდება. საქართველოს მუფ ლოს მუფთის მოადგილე მინდია ირე დია ირემაძე




