დრო:
20.9.2025

ქალ­თა გა­ნათ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბა ალ­ლა­ჰის შუ­ა­მავ­ლის ეპო­ქა­ში

გელა გოგიტიძე

ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ეპოქაში, გა- ნათლების წინაშე არსებული რელიგიური და გეოგრაფიული ბარიერების გაუქმებასთან ერ- თად, გაუქმდა ქალისა და მამაკაცის ცოდნის მიღებასთან არსებული ბარიერიც. აღნიშნულ ეპოქაში განხორციელებული პრაქტიკული მაგალითები ამის ნათელი დასტურია. ამ სა- კითხთან დაკავშირებით, განურჩევლად ქალისა თუ მამაკაცისა, მათ მიერ ცოდნის მიღების აუცილებლობაზე თვით ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გვამცნობს. უმმუ ქესირ ბინთი იეზიდ ელ-ენსარიე (რ. ა.) მოგვითხ- რობს: „მე და ჩემი და ალლაჰის შუამავალ- თან მივედით. მე მას ვუთხარი, რომ ჩემს დას მისთვის შეკითხვის დასმა უნდოდა, მაგრამ რცხვენოდა“. ალლაჰის შუამავალ- მა (ს.ა.ს.) ბრძანა: „მკითხოს, რამეთუ ცოდნის შეძენა აუცილებელია“. (ებუ ნუ’აიმი, იბნი ქე- სირი, 371; იბნი ჰაჯერი, 2008/489) გამომდინარე აქედან, ალლაჰის შუამავა- ლი (ს.ა.ს.) ზეგარდმოვლენილ აიათებს თავ- დაპირველად გარშემომყოფ მამაკაცებს, შემ- დეგ კი ქალებისგან შემდგარ ჯგუფს უკითხავ- და, ბოლოს კი, ზეშთაგონების ჩამწერთ აწე- რინებდა ხოლმე. (იბნი ისჰაყი, 1981/128) ამრიგად, სადღესასწაულო ქადაგებებში ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) თავდაპირვე- ლად - მამაკაცებს, ხოლო შემდეგ ქალბატო- ნებს მიმართავდა. აღნიშნული მიდგომა იმ პერიოდისთვის ხშირად გამოყენებულ პრაქ- ტიკას წარმოადგენდა, (ბუხარი, ჰაიზი, 6; თირმიზი, იმანი, 6) ვინაიდან ზეშთაგონებისა და გამომდინარე აქედან, ცოდნის ადრესატის თვალსაზრისით, ქალსა და მამაკაცს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობდა და შე- საბამისად პასუხისმგებლობაც ანალოგიურად მოეთხოვებოდათ. ის, რომ ცოდნის მიღება მხოლოდ მამაკაცების განსაკუთრებულ უფ- ლებას არ წარმოადგენდა, ქალბატონებმა შემ- დეგი დამოკიდებულებით ღიად დააფიქსირეს. ერთ დღეს მედინელი ქალბატონები ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) მივიდნენ და სთხოვეს: „ო, ალლაჰის შუამავალო, შენი საუბრების მოსმენის შესაძლებლობა მხოლოდ მამაკა- ცებს გააჩნიათ. გთხოვთ, ერთი დღე ჩვეთვისაც გამოყოთ, რათა შენთან მოსვლის შესაძლებ- ლობა ჩვენც მოგვეცეს, რომ გვასწავლო ის, რაც უზენაესმა ალლაჰმა თქვენ გასწავლათ!“ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) გაითვალისწი- ნა რა ქალბატონების თხოვნა, კვირაში ერთი დღე ქალბატონების განათლების ამაღლებისა და სწავლებისთვის გამოყო. (ბუხარი, ილმი, 35; მუსლიმი, ბირრი, 47; აჰმედ ბინ ჰანბელი, 1995/421) ამრიგად, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ქალბატონებს მიეცათ შესაძლებლო- ბა, დაიწყეს ალლაჰის შუამავალთან მისვლა და მისგან ცოდნის მიღება. ქალბატონების სამართლიანი მოთხოვნისადმი ალლაჰის შუ- ამავლის (ს.ა.ს.) მიერ გაცემული დადებითი პასუხი დასტურია იმისა, რომ ქალბატონები ცოდნის შეძენის მიმართულებით, მამაკაცების მსგავსად, თავისუფალი არიან. ისლამის პირველი ხანებიდან დღემდე მე- ჩეთები და სამლოცველოები ყოველთვის წარ- მოადგენდა ცოდნის მიღების მნიშნველოვან დაწესებულებებს. მეჩეთებში არსებული შე- გონებები, წარმოთქმული ქადაგებები ცოდნის მიღებისა და გავრცელების მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული ტრადიცია ალლაჰის შუ- ამავლის (ს.ა.ს.) კიდევ ერთ მემკვიდრეობად ითვლება. გარდა ჯუმისა და ბაირამის დღეები- სა, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) სხვადასხვა მიზეზით თანამიმდევრებს ცოდნას უზიარებდა. აღნიშნულმა სიტუაციამ ქალბატონების ყუ- რადღება მიიქცია, რის გამოც ზემოთხსნებუ- ლი თხოვნით ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) მივიდნენ. როგორც ცნობილია, ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული სწავლების პრაქტიკის ერთ-ერთ პირნციპს „პირისპირ სწავლება“ წარმოადგენდა. იგი არა მარტო მამაკაცებს, არამედ დროდადრო ქალბატონებსაც პირისპირ სწავ- ლების მეთოდით უხსნიდა. ქვე- მოთ მოცემული გადმოცემები მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ ქალბატონებს, სურვილის შემთხ- ვევაში, თავისუფლად შეეძლოთ ალლაჰის შუამავლისთვის (ს.ა.ს.) თხოვნით მიმართვა ან კითხვის დასმა. მაგა- ლითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ ესმა ბინთი უმესისეს- თვის სირთულის დროს საკითხავი ვედრების სწავლება. ასევე, უმმუ ჰანი ბინთი ები ტალი- ბის მიერ ალლაჰის შუამავლისთვის (ს.ა.ს.) შემდეგი თხოვნა: „ო, ალლაჰის შუამავალო, მე ვარ ქალი, რომელიც უკვე დავუძლურდი, გთხოვ მასწავლო ისეთი რამ, რის შესრულე- ბასაც მჯდომარე მდგომარეობაში შევძლებ!“ აგრეთვე, უმმუ სულეიმისთვის ლოცვის დროს საკითხავი ვედრებების სწავლება და სხვა. (აჰმედ ბინ ჰანბელი, 1995/577; ჰაქიმი, 1990/462) ენსარი ქალბატონებისთვის მორცხვო- ბის გრძნობას ცოდნის შეძენაში დაბრკო- ლება არ შეუქმნია, რასაც მართლმორ- წმუნეთა დედა ძფირფასი აიშა შემდეგი სიტყვებით გვამცნობს: „როდენ ბედნიერი არიან ენსარი ქალბატონები, რომელთაც მორცხვობა ცოდნის შეძენისთვის დაბრ- კოლებად არ მიუღიათ“. (ბუხარი, 1400/ ილმი, 50; მუსლიმი, 1426; ებუ დავუდი, ტაჰარეთი, 122). გამომდინარე აქედან, ენსარ ქალბა- ტონებს ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) თა- ვისუფლად შეეძლოთ, სასურველ საკითხთან დაკავშირებით, ცოდნის მიღება. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკ- ვევა, ისლამის პირველ ხანებში წერა-კითხვის მცოდნე საჰაბეთა რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო. თუმცა იმ მცირე წერა-კითხვის მცოდნეთ არ წარმოადგენდნენ მხოლოდ მამაკაცები, შესაბამისად, იყვნენ ქალბატონები, რომელ- თაც ასევე ჰქონდათ განათლება მიღებული და იცოდნენ წერა-კითხვა. წერა-კითხვის მცოდნე ქალბატონებს შორის ცნობილია შიფა ბინთი აბდულლაჰ ელ-ადევიიე. ისტორიული წყარო- ების თანახმად, შიფა ბინთი აბდულლაჰ ელ-ა- დევიემ მართლმორწმუნეთა დედას - ძვირფას ჰაფსას წერა კითხვა ასწავლა. გარდა ამისა, ასევე ცნობილია სა’ღად ბინ ები ვაყყასის მი- ერ თავისი ქალიშვილისთვის - აიშასთვის წე- რა-კითხვის სწავლების ამბავიც. შესაბამისად, აიშე ბინთი სა’ღიდიც წერა-კითხვის მცოდნეთა შორისაა. გარდა ამათი, არსებობს შიფა ბინ- თი სა’ღდის გადმოცემაც, რომელიც ამბობს, რომ მას წერა მამამ ასწავლა. (ბელაზური, 1987/658) საზოგადოებაში, სადაც წერა-კითხვა მამა- კაცების ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა, უმმუ გულსუმ ბინთი უყბესა და ქერიმე ბინთი მიყ- დადის სახით, წარმოდგენილი არიან ქალ- ბატონები, რომლემაც ასევე, წერა-კითხვა იცოდნენ. აგრეთვე, არ უნდა იყოს რთულიწარმოსადგენი, რომ იმ ხანებში ფატმა ბინთი ხატტაბი წერა-კითხვის მცოდნეთა შორის მო- იაზრებოდა. ასევე ცნობილია, რომ ფატმა ბინ- თი ხატტაბი ჰიჯრეთამდე მექაში ცხოვრობდა და ზეშთაგონების (ვაჰიის), ზეგარდმოვლენის პროცესში ყურანის ზოგიერთი წერილობითი ფურცელი მასთან ინახებოდა. (მუჰამმედ ჰა- მიდულლაჰი, 1993/771) აღნიშნულ პერიოდში ჰაფსა ბინთი სირინს (იბნი სა’ღდი, 484) თორ- მეტი წლის ასაკში შეეძლო ყურანის კითხვა, რომელთანაც ენეს ბინ მალიქი და ებუ ალიე მიდიოდნენ და ერთმანეთს ესალმებოდნენ. (იბნულ ჯევზი, 1992; 171) გარდა ამისა, ცნობილია, რომ ძვირფას აიშასა და უმმუ სელემეს (რ.ა) მსგავსად, ზოგი- ერთ საჰაბე ქალბატონს შეეძლო კითხვის შეს- წავლა, თუმცა წერა ვერ შეძლეს. (ბელაზური, 1987; 662) ზემოთ მოცემული ცნობები, მკაფი- ოდ ასახავს იმ გარემოებას, რომ იმ პერიოდში წერა-კითხვის სწავლა უფრო მეტად ინდივი- დუალური გარჯის შედეგი იყო, რაშიც ქალ- ბატონები განსაკუთრებულ შრომას დებდნენ. ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ეპოქაში ქალ- ბატონების სწავლა-განათლება უფრო ხშირად სახლებსა და მესჯიდი ნებევში მიმდინარეობ- და. იმის გამო, იმ ხანებში რომ არ არსებობდა დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწე- სებულება, ძირითადად მეჩეთები წარმოად- გენდა სწავლა-განათლებს ცენტრებს, სადაც როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს გა- ნათლების მიღების შესაძლებლობა გააჩნდათ. ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, ქალბატონები, როგორც დროის ლოცვებს, ასევე ჯუმა და ბაირამის ლოცვებსაც ესწრე- ბოდნენ. უმმუ სინან ელ-ესლემის გადმოცემა ამის ნათელი მტკიცებულებაა: „ჩვენ ალლა- ჰის შუამავალთან ერთად ჯუმისა და ბაირამის ლოცვებს ვესწრებოდით“. (იბნი აბდილბერ- რი, (2002;1941) გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატო- ნები მეჩეთში წაკითხული ხუტბებისა და რე- ლიგიური საუბრების მოსმენით დიდ ცოდნას იძენდნენ, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მე- ჩეთში წასვლის მსურველი ქალბატონებისთ- ვის დაბრკოლებების აღმოფხვრა და ნებარ- თვის გაცემა განიზრახა. (ბუხარი, ეზანი, 162; ჯუმა, 13; მუსლიმი, სალათი, 30; ებუ დავუდი, სალათი, 53) უმმუ ათიეს (რ.ა.) გადმოცემის თანახმად, ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ქალ- ბატონებს მათთვის განსაკუთრებულ დღეებშიც კი მეჩეთში მისვლისა და ხუტბეს მოსმენის ნე- ბას რთავდა. (მუსლიმი, სალათულ-ღ’იდეინი, 1) ერთხელ, როდესაც მართლმორწმუნეთა დედა -უმმუ სელემე სახლში სხვა ქალბატონს თმას ავარცხნინებდა, სწორედ ამ დროს ალ- ლაჰის შუამავლის მიერ (ს.ა.ს.) მინბერზე წარმოთქმული შემდეგი სიტყვები გაიგონა. „ო, ადამიანებო!“ უმმუ სელემე მაშინვე მიუბ- რუნდა ქალბატონს და უთხრა: „შეეშვი ახლა, სხვა დროს გააგრძელებ!“ კი მაგრამ, ის ხომ მხოლოდ მამაკაცებს მოუწოდებს და არა ქალ- ბატონებს. უმმუ სელემემ მიუგო: „მეც ადამია- ნი ვარ“ და მაშინვე ალლაჰის შუამავლის ხუტ- ბის მოსასმენად მეჩეთში გაეშურა. (მუსლიმი, ფედაილი, 9) ამრიგად, ასეთი გადმოცემები ცხადყოფს, რომ ქალბატონებს, ისე როგორც მამაკაცებს, ჰქონდა შესაძლებლობა მისულიყ- ვნენ მეჩეთში, მოესმინათ ქადაგებები და მიე- ღოთ ცოდნა. ქალ ბა ტო ნე ბის სუფ ფა - ანუ „სუფფეთუნ-ნისა სიტყვა „სუფფას“ ლექსიკური მნიშვნელო- ბა შემაღლებულ ადგილს ნიშნავს. გა- მომდინარე აქედან, მესჯიდი ნებევში იმ დარბაზის გვერდით, სადაც ლოცვა სრულდებოდა, თუმცა მისგან ცოტა მო- შორებით, გამოყოფილი იყო კონკრეტუ- ლი ადგილი, რომელიც „სუფფად“ იწო- დებოდა და სწავლა-განათლების პრო- ცესი მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც ყიბლას მიმართულება ქაღ’ბასკენ შე- იცვალა ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მეჩეთის ჩრდილოეთის მხარის კედლის გადა- ხურვა ბრძანა, იგი ხელახლა შეკეთდა და შემ- დეგ ხალხმა მისი ცნობილ ადგილად „სუფფად“ გამოყენება დაიწყო. მეჩეთთან მიერთებული სუფფა ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ისეთ საჰაბეებს გამოუყო, ვისაც მედინაში არავინ ჰყავდა და არც საცხოვრებელი თავშესაფა- რი გააჩნდა. შესაბამისად, სუფფას მკვიდრნი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გადიოდ- ნენ სწავლა-განათლების პროგრამას. ამრი- გად, შეიძლება ითქვას, რომ სუფფას სახელით პირველი ისლამური უნივერსიტეტი დაარსდა. სუფფაში სწავლა-განათლებას ძირითადად მამაკაცი საჰაბეები იძენდნენ. მაგრამ სხვა- დასხვა ლიტერატურული წყაროებიდან ირკვე- ვა, რომ ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ჰქონდა გამოყოფილი ადგილი „სუფფეთუ-ნისა“ სახე- ლით, სადაც ცოდნას ქალბატონები იღებდნენ. ერთ-ერთი გადმოცემით, საჰაბე „ქაღ’ქა ბინ ჰადრადის მეუღლის - ბუყაირას გადმოცე- მის თანახმად, არსებობს მყარი მტკიცებულება ქალთა სუფფას არსებობასთან დაკავშირებით. ბუყაირა ამბობდა: „მე როდესაც ქალთა სუფ- ფაში ვიჯექი, დავინახე ალლაჰის შუამავალი, რომელიც ხუტბას კითხულობდა და ამ დროს მარჯვენა ხელით რაღაცას მიანიშნებდა“. (აჰმეთ ბინ ჰანბელი, 1995; 523) აღნიშნული გადმოცემები ადასტურებს ქალთა სუფფას არ- სებობას, რომელიც მამაკაცებისთვის გამოყო- ფილი ადგილიდან განცალკევებული იყო. ამ სუფფაში მყოფი ქალბატონები ალლაჰის შუა- მავალს, რომელიც მამაკაც საჰაბეებს ლექცი- ებს უკითხავდა, თავისუფლად ხედავდნენ და უსმენდნენ მას. მაგრამ აქ მთავარი გარემოება ის იყო, რომ მამაკაცი საჰაბეები სუფფაში დღე- ღამეს ატარებდნენ, ხოლო ქალბატონები დღის განმავლობაში ისმენდნენ ქადაგებებს, ლექცი- ებს და საღამოს ოჯახებში ბრუნდებოდნენ. დას­კ­ვ­ნა ვიდრე ისლამის გავრცელება დაიწყებო- და, ცნობილია, რომ არაბულ სამყაროში ქალი ცხოვრების უამრავ სფეროში არ მონაწილე- ობდა. ქალი, რომელიც არანაირ ღირებულე- ბას არ წარმოადგენდა, მას ასევე არ შეეძლო ყოფილიყო სწავლა-განათლების პროცესში ჩართული. მხოლოდ შიფა ბინთი აბდულლა- ჰისა და ყურეიშელი დიდგვაროვანი ოჯახების ქალბატონების სახით იყვნენ გამონაკლისები. ისლამამდელ პერიოდში სხვა ქალებს აღნიშ- ნული პირობები არ ხვდათ წილად. ისეც წე- რა-კითხვის მცოდნეთა სიმცირის პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ ქალთა შორის თით- ქმის არ იყვნენ ისეთები, ვისაც წერა-კითხვა ეცოდინებოდა. ისლამის გავრცელების დაწყებიდან, ალ- ლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) განსაკუთრებული მითითებებისა და მოწოდებების შედეგად, ქა- ლებმა, როგორც სოციალურ სფეროში, ასევე სწავლა-განათლების პროცესში, თავიანთი ნიჭის რეალიზება შეძლეს. ისლამმა ქალს დამსახურებული და ღირ- სეული სტატუსი მიანიჭა. შესაბამისად, იმ სა- შუალებებით, რაც მამაკაცებს მიეცათ, ასე- ვე ქალბატონებსაც შეეძლოთ ესარგებლათ. ასევე, მამაკაცი საჰაბეებისთვის დაარსებული სუფფას მსგავსი საგანმანათლებლო გარემო მესჯიდი ნებევშიც შეიქმნა. მესჯიდი ნებევში შესასვლელი ერთ-ერთი კარის მხოლოდ ქალ- ბატონების შესასვლელად გამოყოფა, მათ- თვის განათლების მიღების მიმართულებით გაკეთებული განსაკუთრებული სიმარტივეა. ისეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დამოკიდებულების პოვნა, რომელიც ალლა- ჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ეპოქაში ქალბატონე- ბის სწავლა-განათლების მიმართულებით იყო გამოყენებული, იშვიათია. გა­მომ­ცემ­ლო­ბის სამ ბის სამ­სა­სუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გე­ლა გო­გი­ტი­ძე